მარეგულირებლის სიგნალების ახსნა
ბევრისთვის მარეგულირებელი ერთ-ერთი ყველაზე „საშიში“ თემაა მართვის მოწმობის თეორიაში. რეალურად კი, ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქართველოში მოძრაობის მარეგულირებელ ოფიცერს სულ 3 სხვადასხვა სიგნალი აქვს (სიგნალი, ანუ ხელების პოზიციის კომბინაცია).
სიგნალი 1: ორივე ხელი განზე (ან ჩამოშვებული)
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:
- ზურგის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი (რელსიანი და ურელსო) ჩერდება
- ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად
- მკერდის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი (რელსიანი და ურელსო) ჩერდება
- ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად
- გვერდებიდან (ხელების მხრიდან) მომავალი: ყველა ავტომობილი მიდის მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ,
- ტრამვაი მიდის მხოლოდ პირდაპირ
სიგნალი 2: მარჯვენა ხელი წინ
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:
- მარჯვენა ხელის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი (რელსიანი და ურელსო) ჩერდება
- ზურგის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი (რელსიანი და ურელსო) ჩერდება
- ქვეითები გადადიან ზურგის პარალელურად
- მკერდის მხრიდან მომავალი:
- ყველა ავტომობილი (რელსიანი და ურელსო) მიდის მხოლოდ მარჯვნივ
- მარცხენა (ჩამოწეული) ხელის მხრიდან მომავალი: ტრამვაი მიდის მხოლოდ მარცხნივ,
ყველა სხვა ავტომობილი ნებისმიერი მიმართულებით
სიგნალი 3: მარჯვენა ხელი მაღლა
რა ხდება ამ დროს მარეგულირებლის სხვადასხვა მხარეს:
- ოთხივე მხრიდან მომავალი:
- ყველა ავტომობილი (რელსიანი და ურელსო)ჩერდება
- ყველა ქვეითი ჩერდება
- პატრულის, სახანძროს, სასწრაფოს მანქანებიც ჩერდება
მაგალითები გზაჯვარედინზე
უფრო მეტი სიცხადისთვის, დააკვირდით ამ სიგნალებს გზაჯვარედინზე და ნახეთ, რა წესებს ემორჩილება ამ დროს სხვადასხვა მხრიდან მომავალი განსხვავებული ტიპის ტრანსპორტი. (დააჭირეთ ღილაკებს სურათების ზედა კუთხეში)
