“A” კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება);
“B” კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
“C” კატეგორიაზე - 21 წლის ასაკიდან;
“D” კატეგორიაზე - 24 წლის ასაკიდან;
“BE” კატეგორიაზე - 18 წლის ასაკიდან;
“CE” კატეგორიაზე - 21 წლის ასაკიდან;
“DE” კატეგორიაზე - 24 წლის ასაკიდან;
“T” კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
“S” კატეგორიაზე - 18 წლის ასაკიდან;
“ტრამვაი”-ს კატეგორიაზე - 21 წლის ასაკიდან;
“A1” კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
“B1” კატეგორიაზე - 16 წლის ასაკიდან;
“C1” კატეგორიაზე-18 წლის ასაკიდან;
“D1” კატეგორიაზე- 21 წლის ასაკიდან;
“C1E” კატეგორიაზე - 18წლის ასაკიდან;
“D1E” კატეგორიაზე - 21წლის ასაკიდან.
შენიშვნა: პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:
·მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით; ·შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა.
© ყველა უფლება დაცულია


3