გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (29)
 
karina
იან 20 ხუთ 2022
20:18
rato ar mcert
karina mebonia
იან 20 ხუთ 2022
15:30
tanxa teorias ramdeni unda pirvelze chavicheri damikavshirdit 592076928
karina mebonia
იან 20 ხუთ 2022
14:34
momceret ra
karina mebonia
იან 20 ხუთ 2022
14:26
rogor avigo tqventan martvis mocmoba damakvalianet
თამარ
იან 06 ხუთ 2022
22:50
როგორ ვისწავლო ბილეთები
ზურა
ნოემ 22 ორშ 2021
19:22
როგორ ვისწავლო ბილეთები
nona
აგვ 06 პარ 2021
19:23
dalian minda rom daviwko swavla
ნონა
აგვ 17 სამ 2021
18:20
+nonaდამიკავშირდით
GIGO
აგვ 05 ოთხ 2020
08:27
B
Nazi
აგვ 04 სამ 2020
14:14
Rodis shedleba ro faviwyo swavla
marika
თებ 15 პარ 2019
14:52
Martvis mowmobis ageba

ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

განცხადება (ივსება ადგილზე);

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

პირადობის მოწმობა;

კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. (მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური - 40 ლარი; მართვის მოწმობის საფასური - 15 ლარი);

სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გავლილია პროფესიული მომზადება ან გადამზადება ("A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება).

არასრულწლოვანი მოქალაქისთვის (17 წლის) წარსადგენი დოკუმენტები:

განცხადება (ივსება ადგილზე);

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

პირადობის მოწმობა;

დაბადების მოწმობის დედანი (ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული);

მშობელი (ან მშობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული);

საჯარო სკოლის მოწმობა ან ავტოსკოლის მოწმობა;

საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).

სტუდენტის სტატუსი მქონე მოქალაქისთვის(18 წლის) წარსადგენი დოკუმენტები:

განცხადება (ივსება ადგილზე);

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

პირადობის მოწმობა (ID ბარათი, სტუდენტის სტატუსით);

საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).

კანდიდატს საშუალება აქვს გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტი სასურველ ენაზე ჩააბაროს, მათ შორის: ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე.

თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს საშუალება აქვს 30 დღის განმავლობაში, 7 დღეში ერთხელ გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე (ფასიანი გასვლა ულიმიტოა), ხოლო თეორიულ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, განმეორებით გამოცდაზე დაიშვება 7 დღის შემდეგ, საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში.

© ყველა უფლება დაცულია