გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (29)
 
karina
იან 20 ხუთ 2022
20:18
rato ar mcert
karina mebonia
იან 20 ხუთ 2022
15:30
tanxa teorias ramdeni unda pirvelze chavicheri damikavshirdit 592076928
karina mebonia
იან 20 ხუთ 2022
14:34
momceret ra
karina mebonia
იან 20 ხუთ 2022
14:26
rogor avigo tqventan martvis mocmoba damakvalianet
თამარ
იან 06 ხუთ 2022
22:50
როგორ ვისწავლო ბილეთები
ზურა
ნოემ 22 ორშ 2021
19:22
როგორ ვისწავლო ბილეთები
nona
აგვ 06 პარ 2021
19:23
dalian minda rom daviwko swavla
ნონა
აგვ 17 სამ 2021
18:20
+nonaდამიკავშირდით
GIGO
აგვ 05 ოთხ 2020
08:27
B
Nazi
აგვ 04 სამ 2020
14:14
Rodis shedleba ro faviwyo swavla
marika
თებ 15 პარ 2019
14:52
Martvis mowmobis ageba

1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული

2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება , - ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილე შალვა ხუციშვილმა დღეს, სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. 
"2016 წლის 1-ელ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები ", - განაცხადა ხუციშვილმა. 
მისივე განმარტებით, ქულათა სისტემა გადახედვას საჭიროებს, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით საუბარი არ შეუძლია.
"სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ"მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", - განაცხადა ხუციშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.

 მართვის მოწმობის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ახალ გარემოებებში მოუწევთ

 მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ითვალისწინებს.როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.ხუციშვილის განმარტებით, ეს არის საქართველოს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. "ამაზე მიდის მუშაობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი დრო, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 

© ყველა უფლება დაცულია